მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი დადა, მაქსიმე და კვინტილიანე
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი დადა, მაქსიმე და კვინტილიანე აღესრულნენ იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს (284-305 წლებში).

იმპერატორის ბრძანებით მისმა თანაშემწეებმა ტარკვინიუსმა და გავინიუსმა ქალაქ დოროსპოლში მდიდრული წარმართული ზეიმი მოაწყვეს, სადაც მრავალმა ხალხმა მოიყარა თავი ცრუღმერთების თაყვანსაცემად. როცა ზეიმი დამთავრდა, იმპერატორს მოახსენეს, რომ სამმა ძმამ, დადამ, მაქსიმემ და კვინტილიანემ მისი განკარგულების საწინააღმდეგოდ, მონაწილეობა არ მიიღეს წარმართულ მსხვერპლშეწირვაში.

მმართველებმა დაკითხეს ძმები. ტარკვინიუსმა წმიდა მაქსიმეს შესთავაზა ზევსის ქურუმობა. წმიდანმა კი ზევსს ბილწი მემრუშე უწოდა და კვლავ აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი.

მაშინ ტარკვინიუსმა წმიდა დადა და კვინტილიანე ციხეში ჩაამწყვდია. ღამით უფალმა ანგელოზის გამოცხადებით გაამხნევა აღმსარებლები. რამდენიმედღიანი წამების შემდეგ მოწამეები მახვილით განგმირეს 286 წელს.