| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მოციქული სვიმეონი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოციქული სვიმეონი, ნათესავი უფლისა იყო კლეოპას, წმიდა იოანე დამწინდველის უმცროსი ძმის შვილი. მან იხილა უფლის სასწაულები, იწამა მისი და გახდა 70 მოციქულთაგანი. წმიდა სვიმეონი ქადაგებდა ქრისტეს სწავლებას და ამხელდა კერპთაყვანისმცემლობას. წმიდა იაკობ მოციქულის მოკვდინების (63; ხს. 23 ოქტომბერს) შემდეგ ქრისტიანებმა იგი იერუსალიმის ეპისკოპოსად აირჩიეს. იმპერატორ ტრაიანეს მეფობის ჟამს (98-117) რომაელ მმართველ ატიკას უთხრეს, რომ წმიდა სვიმეონი დავით მეფის ტომიდან იყო (რომაელები ანადგურებდნენ დავით მეფის შთამომავლობას) და ქრისტეს სარწმუნოებას აღიარებდა. წარმართებმა შეიპყრეს ას წელს მიღწეული ეპისკოპოსი და ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ ჯვარს აცვეს 107 წელს. |