მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა დონატუს ეპისკოპოსი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა დონატუს ეპისკოპოსი ცხოვრობდა წმიდა კეთილმსახური მეფის, თეოდოსი დიდის (379-395) დროს და იყო ქალაქ ებრიის ეპისკოპოსი.

ქალაქის მახლობლად მოწამლული წყარო ამოდიოდა. როცა ეპისკოპოსმა ამის შესახებ გაიგო, მრევლთან ერთად მივიდა და განაგდო წყაროში ჩაბუდებული საშინელი გველი. წმიდა ეპისკოპოსმა ილოცა, აკურთხა წყარო და უშიშრად დალია. ამ სასწაულის მხილველმა ხალხმა ადიდა უფალი. წმიდა დონატუსმა სხვა მრავალი სასწაულიც აღასრულა: ერთხელ იმპერატორ თეოდოსის ასული დასნეულდა - ბოროტმა სულმა შეიპყრო. როცა წმიდა დონატუსი სასახლეში მივიდა, ეშმაკი განვიდა გვემულისაგან და სნეული განიკურნა. ერთ მევახშეს მეორედ უნდოდა მიეღო ვალი გარდაცვლილი მევალის ქვრივისაგან, წმიდა ეპისკოპოსმა მკვდარი აღადგინა, რათა დაემოწმებინა, რომ ვალი დაბრუნებული იყო.

წმიდა დონატუსი გარდაიცვალა დაახლოებით 387 წელს.