| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მღვდელმოწამე სილუანე
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მღვდელმოწამე სილუანე, ღაზელი ეპისკოპოსი ერისკაცობაში მეომარი იყო. ზეციური მეუფის მსახურების მსურველი, ჯერ მღვდლად აკურთხეს, შემდეგ კი ღაზის ეპისკოპოსად დაადგინეს. წმიდა სილუანემ ბევრი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. დიოკლიტიანეს (284-305) დროინდელი დევნისას წმიდანი მძიმე სამუშაოებზე გაგზავნეს სპილენძის საბადოებში. ამ სამუშაოებმა ეპისკოპოსი მოაუძლურა, მაგრამ სულით გაუტეხელი, დაუღლელად ქადაგებდა ქრისტეს. ამან მისადმი წარმართთა სიძულვილი გააძლიერა. მათ წმიდა ეპისკოპოსს და მის მიერ მოქცეულ 40 ქრისტიანს თავები მოჰკვეთეს (312 წელს). |