მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მღვდელმოწამე ალვიანე ეპისკოპოსი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მღვდელმოწამე ალვიანე ეპისკოპოსი ასიის მხარის ქალაქ ანეის ეპისკოპოსი იყო. იგი ქრისტესათვის აღესრულა დიოკლიტიანესა და მაქსიმიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას 304 წელს. წმიდა ალვიანეს უბრძანეს, კერპისათვის მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ მან მტკიცედ აღიარა ქრისტე და კერპთმსახურებაზე უარი თქვა. წმიდანი გახურებული რკინით აწამეს, უმოწყალოდ სცემეს, მაგრამ ვერ გატეხეს. მასთან ერთად აწამეს მისი მოწაფეებიც. ბოლოს მოწამეები გახურებულ ღუმელში შეყარეს.