მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მამაი კათოლიკოსი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მამაი კათოლიკოსი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტზე იჯდა 731-744 წლებში.

ცნობები მის შესახებ არ შემონახულა. მამაი კათოლიკოსი მოხსენიებულია ზედაზნელ მამათა სიაში. „ზედაზენს დაჯდა მამაი, მცხეთის კათალიკოსად დაჯდა ასთოთხმეტ წელს“. როგორც ჩანს, ზედაზნის მონასტრის წინამძღვარი გამორჩეული სულიერებისა და მოღვაწეობისათვის საქართველოს კათოლიკოსად აურჩევიათ.

წმიდა მამაის მოღვაწეობით მადლიერი, საქართველოს ეკლესია დღესაც იმედის თვალით შეჰყურებს თავის მწყემსმთავარს.