მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

აღმოყვანება წმიდა ნაწილებისა კეთილმორწმუნე რუსეთის მთავართა, ბორისისა და გლებისა, ნათლისღებით - რომანოზისა და დავითისა
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მთავართა ბორისისა და გლების (ხს. 24 ივლისს) ნაწილები ვიშგოროდში, წმიდა ბასილის სახელობის ტაძარში იყო დაფლული. როდესაც ეს ტაძარი დაიწვა, წმიდათა ნეშტი მათ სახელზე აგებულ ტაძარში გადაასვენეს, ვიშგოროდში. კუბოების გახსნისას იხილეს დიდებული სასწაული: წმიდათა სხეულები თოვლივით თეთრი იყო, სახეები კი არაამქვეყნიური ნათლით ბრწყინავდა, ხოლო ირგვლივ საოცარი კეთილსურნელება იფრქვეოდა. 1072 წელს წმიდა ბორისისა და გლების ნაწილები გადაასვენეს მთავარ იზიასლავის მიერ აგებულ ტაძარში, 1115 წელს კი - წმიდა მთავართა სახელობის ახალი ქვის ტაძარში ვიშგოროდში.