მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა ათანასე დიდი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა ათანასე დიდი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი დაახლოებით 297 წელს დაიბადა ალექსანდრიაში. მან დიაკვნის ხარისხში მიიღო მონაწილეობა ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაზე 325 წელს და წამოაყენა წინადადება ევსების მიერ შემოთავაზებული ფორმულისათვის დაემატებინათ ერთადერთი, უმოკლესი ფრაზა - „ერთარსი მამისა“. წმიდა ათანასე ალექსანდრიის ეკლესიას განაგებდა 325-373 წლებში. ამ ხნის განმავლობაში მრავალი ჭირისა და განსაცდელის დათმენა მოუხდა. იყო დრო, როდესაც ნეტარი ერთადერთი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი იყო და უდაბური თავშესაფრიდან ეპისტოლეებითა და ტრაქტატებით ამხელდა არიანელებს.

მხცოვანმა მღვდელმთავარმა 373 წელს შეჰვედრა სული უფალს. მისი ხსენება წელიწადში ორჯერ აღინიშნება - 2 მაისს და 10 იანვარს, წმიდა კირილე ალექსანდრიელთან ერთად.