| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი მემნონ საკვირველთმოქმედი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი მემნონ საკვირველთმოქმედი სიყრმიდანვე ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწეობდა. ეგვიპტის ერთ-ერთი მონასტრის იღუმენად არჩევის შემდეგ წმიდანი ბრძნულად მართავდა საძმოს, ეხმარებოდა ბერებს ლოცვითა და რჩევა-დარიგებით. მოუკლებელი ლოცვისა და შრომის შედეგად ღირსმა მამამ მიიღო წინასწარჭვრეტის მადლი. მისი ლოცვით უდაბნოში წყარო გაჩნდა, განადგურდა კალია, რომელიც ნათესებს სპობდა, ჩაძირული გემის მგზავრები გადარჩნენ. წმიდანის გარდაცვალების შემდეგ მის მიმართ აღვლენილი ლოცვებით იგივე სასწაულები მეორდებოდა. |