| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მოწამენი: ევსები, ლეონტი, ლონგინოზი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოწამენი: ევსები, ლეონტი, ლონგინოზი და სხვანი წმიდა გიორგის წამებას ესწრებოდნენ. დიდმოწამის შეურყეველმა სარწმუნოებამ ღვთის სასოება აღძრა მათში: წმიდანებმა ირწმუნეს და საჯაროდ აღიარეს ქრისტე, რისთვისაც საპყრობილეში ჩაყარეს ისინი. წმიდა გიორგის სიკვდილით დასჯის შემდეგ, დიოკლიტიანემ გამოსცა ბრძანება, ყველა პატიმარს მსხვერპლი შეეწირათ კერპებისათვის. ამ ბრძანების შესრულებაზე უარის თქმისათვის, სანატრელი მოწამეები ჯერ რკინის ჯოხებით სცემეს, შემდეგ კი თავები მოჰკვეთეს (303 წელს).
|