| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი თეოდორე ტრიქინა
#წმინდათა ცხოვრება ღირსი თეოდორე ტრიქინა (ბერძ. ძაძითმოსილი) დაიბადა კონსტანტინოპოლში, მდიდარ ოჯახში. სიყრმიდანვე წავიდა თრაკიის უდაბნოში და ბერად აღიკვეცა. ღირსი მამა მკაცრი მმარხველი იყო, ზამთარ-ზაფხულ ძაძებით დადიოდა. სიცოცხლეშივე აღასრულებდა სასწაულებს და კურნებებს. სიკვდილის შემდეგ მისი წმიდა ნაწილებიდან გადმოდიოდა მირონი, რომელიც სნეულებს კურნავდა და ბოროტ სულებს განასხამდა. ღირსი თეოდორეს ცხოვრების და მოღვაწეობის წლები უცნობია. |