მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ნიკიფორე იღუმენი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი ნიკიფორე იღუმენი დაიბადა კონსტანტინოპოლში, მდიდარ და ცნობილ ოჯახში. მშობლები, ანდრია და თეოდორა ქრისტიანულად ზრდიდნენ შვილს. მათი სიკვდილის შემდეგ ნიკიფორემ მთელი ქონება ღარიბებს დაურიგა და ქალკედონში გაემგზავრა. ღირს ნიკიფორეს მოეწონა წმიდა ანდრიას მონასტრის მკაცრი ცხოვრების წესი და იქვე დარჩა სამოღვაწეოდ. მალე იღუმენმა ფინიკიის კუნძულზე გაგზავნა საქადაგოდ და დაადგინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მონასტრის იღუმენად.

ღირსმა ნიკიფორემ კუნძულზე გაატარა 33 წელი და მრავალი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.

როცა სიკვდილის მოახლოება იგრძნო, ღირსმა იღუმენმა ძმებს სთხოვა, ხომალდზე აეყვანათ, თვითონ კი ხომალდის პატრონს უთხრა: „მშვიდად იყავით, სული ჩემი უფალთან მიდის, გვამი კი ქალკედონში წაასვენეთ, წმიდა ანდრიას ლავრაში“. ხომალდმა მშვიდობით მიაღწია ქალკედონამდე. წმიდა ანდრიას მონასტრის მამებმა პატივით დაკრძალეს წმიდა მოღვაწის ცხედარი.