| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა გიორგი აღმსარებელი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა გიორგი აღმსარებელი, ანტიოქიის პრუსაიდის ეპისკოპოსი ხატმბრძოლობის ერესის მძვინვარების დროს ცხოვრობდა. წმიდანი ახალგაზრდობაში აღიკვეცა ბერად და ხელდასმულ იქნა ანტიოქიის პრუსაიდის ეპისკოპოსად. იმპერატორ ლეონ სომეხის (813-820) მიერ წმიდა ხატთა თაყვანისცემის აკრძალვის ჟამს წმიდა გიორგი კონსტანტინოპოლში ჩავიდა, ეპისკოპოსთა კრებაზე ამხილა ხატმბრძოლობის ერესი და მოუწოდა იმპერატორს, დაბრუნებოდა მართლმადიდებლობას. წმიდანმა უარი განაცხადა ტაძრიდან ხატების გატანაზე, რისთვისაც შეიპყრეს და გადაასახლეს (დაახლოებით 813-820) |