| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მღვდელმოწამე პაფნუტი
#წმინდათა ცხოვრება მღვდელმოწამე პაფნუტი იერუსალიმის ეპისკოპოსი იყო. მან მრავალი ტანჯვა-წამება დაითმინა წარმართთაგან, ბოლოს კი თავი მოჰკვეთეს. არსებობს მოსაზრება, რომ მღვდელმოწამე პაფნუტი ეგვიპტელი ეპისკოპოსი იყო და პალესტინის საბადოებში გადასახლებულ ეგვიპტელებთან ერთად დაიღუპა იმპერატორ დიოკლიტიანეს დროინდელი დევნის დროს. მღვდელმოწამის მირონმდინარე ნაწილები მრავალ სასწაულს აღასრულებდნენ. წმიდანის კანონი დაიწერა ხატმბრძოლობის ერესის მძლავრობის დროს. (842 წლამდე) |