მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი ქრისტეფორე, თეონა და ანტონინე
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი ქრისტეფორე, თეონა და ანტონინე იმპერატორ დიოკლიტიანეს (284-305) ჯარში მსახურობდნენ. ისინი წმიდა დიდმოწამე გიორგის (ხს. 23 აპრილსა და 10 ნოემბერს) წამებას ესწრებოდნენ, იხილეს მომხდარი სასწაულები, წმიდანის სარწმუნოება და იწამეს ქრისტე ღმერთი. მეომრებმა წარმართი მეფის მსახურებას ქრისტეს მხედრობა არჩიეს, განიძარცვეს ოქროს სარტყლები და იმპერატორის წინაშე განაცხადეს, რომ ისინიც ქრისტიანები იყვნენ. ქრისტეს ახალი აღმსარებლები ციხეში ჩაყარეს. მეორე დღეს იმპერატორმა მხედრებს სარწმუნოების უარყოფა მოსთხოვა, მაგრამ წმიდანები მტკიცედ აღიარებდნენ მაცხოვარს. დიოკლიტიანეს ბრძანებით, ქრისტეფორე, თეონა და ანტონინე აწამეს, შემდეგ კი ცეცხლში დაწვეს. ეს მოხდა 303 წელს.