| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი იოანე
#წმინდათა ცხოვრება ღირსი იოანე, ხუცესი ძველი ლავრისა პალესტინას შინა, ახალგაზრდა იყო, როდესაც დატოვა სახლ-კარი, იერუსალიმის წმიდა ადგილების მოსალოცად წავიდა. დაემკვიდრა ღირსი ხარიტონის (ხს. 28 სექტემბერს) ლავრაში, რომელიც უძველესი იყო პალესტინის სავანეთა შორის. ეს ლავრა მდებარეობდა ბეთლემთან ახლოს, მკვდარ ზღვასთან. გამუდმებული მოღვაწეობით წმიდა იოანემ სულიერ სრულყოფილებას მიაღწია. კეთილმსახურებით გამორჩეულ ბერს მღვდლად დაასხეს ხელი. წმიდა ცხოვრებით მან შორს გაითქვა სახელი. (როგორც ვარაუდობენ, იგი VIII საუკუნის მეორე ნახევარში მიიცვალა). |