მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა კოზმა ქალკედონელი და ღირსი ავქსენტი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა კოზმა ქალკედონელი და ღირსი ავქსენტი (815-820) ცხოვრობდნენ IX საუკუნეში, როცა ხატმბრძოლები დევნიდნენ ქრისტიანებს. წმიდა კოზმა ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად, შემდეგ კი ქალკედონის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. იგი მგზნებარედ იცავდა მართლმადიდებლობას ხატმბრძოლი ერეტიკოსებისაგან. ამ საქმეში მისი ერთგული თანაშემწე იყო ღირსი ავქსენტი.

იგი არ დაემორჩილა იმპერატორ ლეონ სომეხის (813-820) ბრძანებას ტაძრიდან წმიდა ხატების გატანის თაობაზე, რისთვისაც მღვდელმთავრის ხარისხი აჰყარეს და გადაასახლეს. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგაც იგი ღირს ავქსენტისთან ერთად მტკიცედ იცავდა ხატთა თაყვანისცემის უძველეს და წმიდა წესს (ერთი ცნობით, წმ. კოზმა და ავქსენტი გადასახლებაში გარდაიცვალნენ 826 წელს).