მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი: ბიქტორი, ზოტიკე, აკვინდინე, ზენონი და სევერიანე
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი: ბიქტორი, ზოტიკე, აკვინდინე, ზენონი და სევერიანე ეწამნენ იმპერატორ დიოკლიტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს. წმიდა დიდმოწამე და ძლევამოსილი გიორგის (303, ხს. 23 აპრილს და 120 ნოემბერს) შეურყეველმა რწმენამ და სიმტკიცემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე. წმიდა ბიქტორი, ზოტიკე, აკვინდინე, ზენონი და სევერიანე ესწრებოდნენ წმიდა გიორგის წამებას ურმის თვალზე და როცა მისი სასწაულებრივი გადარჩენა იხილეს, სახალხოდ აღიარეს, რომ თვითონაც ქრისტიანები იყვნენ. მსაჯულის ბრძანებით მათ თავები მოჰკვეთეს ნიკომიდიაში (დაახლოებით 303 წელს).