| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა იოანე
#წმინდათა ცხოვრება წმიდა იოანე ბავშვობიდანვე წმიდა გრიგოლ დეკაპოლელის (ხს. 20 ნოემბერს) მოწაფე იყო. იოანემ ახალგაზრდობაშივე დათრგუნა ხორციელი ვნებები და მთელ დღეებს ლოცვასა და შრომაში ატარებდა. წმიდა გრიგოლს ძალიან უყვარდა მორჩილი და ბრძენი მოწაფე, წმიდა იოანეც ყოველმხრივ ცდილობდა მიებაძა მოძღვრისათვის და კეთილმსახურებითა და გულმოდგინებით აღასრულებდა ყოველგვარ ლოცვა-კურთხევას. ხატმბრძოლთა ერესის მძიმე დროში, ლეონ სომეხის მეფობისას, წმიდა გრიგოლი და იოანე კონსტანტინოპოლში ჩავიდნენ და მორწმუნეებს მართლმადიდებლობაში განამტკიცებდნენ. წმიდა იოანე იქვე აღესრულა დაახლოებით 850 წელს. წმიდა იოანე მგალობელმა (ხს. 4 აპრილს) წმიდა იოანე დაკრძალა მისი მოძღვრის, წმიდა გრიგოლ დეკაპოლელის გვერდით. |