მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა აღაპიტე რომის პაპი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა აღაპიტე რომის პაპი მართლმადიდებლობის მგზნებარე დამცველი იყო. თავისი ღვთისმოსაობით მან საყოველთაო პატივისცემა დაიმსახურა და 535 წელს რომის პაპად აირჩიეს.

გოთთა მეფემ თეოდორიკე დიდმა აღაპიტე კონსტანტინოპოლში გაგზავნა ზავის თაობაზე მოსალაპარაკებლად. გზად მღვდელმთავარი ყრუ-მუნჯ და კოჭლ ადამიანს შეხვდა და განკურნა. კონსტანტინოპოლში წმიდა აღაპიტემ ბრმას თვალი აუხილა.

ამ დროს კონსტანტინოპოლში ჩატარდა ადგილობრივი საეკლესიო კრება. წმიდა აღაპიტემ მონაწილეობა მიიღო კრების მუშაობაში და დამაჯერებლად დაიცვა მართლმადიდებლური სწავლება ერეტიკოს სევერუსის მწვალებლობისაგან.

წმიდანი გარდაიცვალა კონსტანტინოპოლში 536 წელს.