| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მოწამე ადრიანე
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოწამე ადრიანე ქრისტეს აღსარებისათვის დაატუსაღეს იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროს. ერთ წარმართულ დღესასწაულზე უღმრთოებმა ყველა ქრისტიანი გამოუშვეს სატუსაღოებიდან იმ პირობით, რომ მსხვერპლს შესწირავდნენ კერპებს. წმიდა ადრიანესაც უბრძანეს, სამსხვერპლოზე საკმეველი დაედო, მაგრამ მოწამემ შეწირული ძღვენი გადაყარა, ცეცხლი ჩააქრო და სამსხვერპლო დაარბია. გაბოროტებულმა წარმართებმა წმიდანი გახურებულ ღუმელში ჩააგდეს (251).
|