მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე ირინე
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე ირინე სხვა ქრისტიანებთან ერთად გამოქვაბულში ცხოვრობდა მკაცრი ასკეტური ღვაწლით. წარმართთა დასმენით იგი შეიპყრეს და აწამეს: ამოგლიჯეს ენა, ჩაულეწეს კბილები, ბოლოს კი თავი მოჰკვეთეს (დაახლოებით 205 ან 304 წელს).