| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მოწამე ლეონიდე და დედანი: ქარიესა, ნიკეა, გალინა, კალისა, ნუნექია, ბასილისა, თეოდორა, ირინე და სხვანი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოწამე ლეონიდე და დედანი: ქარიესა, ნიკეა, გალინა, კალისა, ნუნექია, ბასილისა, თეოდორა, ირინე და სხვანი წმიდა კოდრატეს (ხს. 10 მარტს) სულიერი შვილები იყვნენ. ისინი კორინთოში 258 წელს აღესრულნენ. ქრისტეს აღიარებისათვის წმიდანები წყალში ჩაყარეს დასახრჩობად, მაგრამ უფალმა სასწაულებრივად დაიცვა და განადიდა მათი სარწმუნოება: მოწამეები წყალზე სვლითა და გალობით მხნედ ადიდებდნენ და აკურთხებდნენ ღვთის ყოვლისშემძლეობას. ეშმაკებისგან გონებადაბნეული ჯარისკაცები ნავებით დაეწივნენ წმიდანებს, ყელზე ქვები გამოაბეს და ისე დაახრჩვეს. |