მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოციქულები არისტარქოსი, პუდე და ტროფიმე
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოციქულები არისტარქოსი, პუდე და ტროფიმე იყვნენ 70 მოციქულთაგანნი, რომელნიც თვით მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ წარგზავნა საქადაგებლად (ლკ. 10,24).

წმიდა მოციქული არისტარქოსი წმიდა პავლე მოციქულის თანამოღვაწე იყო. შემდგომ ის გახდა სირიის ქალაქ აპამეის ეპისკოპოსი. მისი სახელი ხშირად იხსენიება მოციქულთა საქმეებში (19,29; 20,4; 27,2;) და წმიდა პავლე მოციქულის ეპისტოლეებში (კოლ. 4,10 ფილ. 1მ24).

წმიდა მოციქული პუდე მოხსენიებულია წმიდა პავლე მოციქულის მე-2 ეპისტოლეში ტიმოთეს მიმართ (2,21). მას რომის სენატში მაღალი თანამდებობა ეჭირა. წმიდა პუდეს სახლში თავს იყრიდნენ მოციქულები, შემდგომ ეს სახლი გადაკეთდა ეკლესიად, სადაც გადმოცემით, თვით წმიდა მოციქული მღვდელმსახურობდა.

წმიდა ტროფიმე მოციქული წარმოშობით ედესელი იყო. იგი მოხსენიებულია „საქმე მოციქულთაში“ (20,4) და ტიმოთეს მიმართ მე-2 ეპისტოლეში (4,20). ის იყო წმიდა პავლე მოციქულის მოწაფე და თანამგზავრი.

სამივე მოციქული მოწამეობრივად აღესრულა რომში იმპერატორ ნერონის (54-68) დროს, დაახ. 65 ან 67 წელს.