| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მოწამე კრისკენტი მირონ-ლუკიელი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოწამე კრისკენტი მირონ-ლუკიელი დიდგვაროვანი ოჯახის შვილი იყო. ერთხელ, როდესაც ქალაქის მცხოვრებლები წარმართულ ტაძარში მიდიოდნენ, მან ქადაგება დაიწყო და წარმართებს მოუწოდა მიეღოთ ქრისტიანობა. წმიდანი დაატუსაღეს და ქალაქის მმართველს მიჰგვარეს. როდესაც კრისკენტის ვინაობა ჰკითხეს, მან უპასუხა რომ ქრისტიანი იყო. გამგებელი იცნობდა ტუსაღის მამას და ურჩია, სხვის დასანახად შეეწირა მსხვერპლი კერპისათვის, გულით კი ქრისტიანად დარჩენილიყო. წმიდა მოწამემ განაცხადა: „შეუძლებელია სხეულმა გააკეთოს ის, რაც სულს არ უნდა, რადგანაც მას სული მართავს და ამოძრავებს“. წმიდა კრისკენტი სასტიკად აწამეს, ბოლოს კი გახურებულ ღუმელში ჩააგდეს.
|