| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მღვდელმოწამე ზენონ ვერონელი
#წმინდათა ცხოვრება მღვდელმოწამე ზენონ ვერონელი წარმოშობით ბერძენი იყო და სირიაში ცხოვრობდა. სიყრმეშივე ბერად აღკვეცილი წმიდანი მონასტრების მოლოცვის შემდეგ ვერონაში ჩავიდა. სათნო ცხოვრებისათვის ვერონელებმა იგი ეპისკოპოსად აირჩიეს. მაშინდელი იმპერატორები, კონსტანციუსი (337-361) და ვალენტი (364-378) მფარველობდნენ პირველი მსოფლიო კრების (325) მიერ დაგმობილ არიოზის ერესს. წმიდა ზენონმა მრავალი დევნა, შევიწროება დაითმინა ერეტიკოსების მხრიდან. ქადაგებებსა და ეპისტოლეებში ეპისკოპოსი მტკიცედ იცავდა მართლმადიდებლურ სწავლებას. წმიდა ზენონმა დაწერა 16 ვრცელი და 77 მცირე სწავლება და დარიგება. გარდაიცვალა დაახლოებით 360 წელს. წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი (ხს. 12 მარტს) აღწერს სასწაულს, რომელიც წმიდა ზენონის ხსენების დღეს მოხდა 558 წელს: მაშინდელმა წყალდიდობამ მთლიანად დატბორა ვერონა და მისი შემოგარენი. წყალმა წმიდა ზენონის სახელობის ტაძრის სარკმლებამდე მიაღწია, ტაძრის ღია კარებთან კი ზღუდესავით დადგა. სტიქიამაც ქედი მოიდრიკა წმიდა ზენონის სიწმიდის შესახებ. |