| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მოწამენი რუფინე დიაკონი, აკვილინა და მათთან 200 მხედარი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოწამენი რუფინე დიაკონი, აკვილინა და მათთან 200 მხედარი აღესრულნენ 310 წელს ქალაქ სინოპში, იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს. როდესაც წმიდა რუფინე დიაკონი შეიპყრეს, წმიდა აკვილინა ზრუნავდა მასზე, ამიტომ ისიც საპყრობილეში ჩააგდეს. ციხეში ყოფნისას მოწამეებმა თავიანთი სასწაულებით მოაქციეს 200 მხედარი, რომლებმაც მათთან ერთად დაითმინეს სიკვდილი ქრისტესათვის: წმიდანებს თავი მოჰკვეთეს. |