| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდანი 120 მოწამენი სპარსთაგან წამებულნი, მოწამე იერემია და არქილე ხუცესი
#წმინდათა ცხოვრება წმიდანი 120 მოწამენი სპარსთაგან წამებულნი, მოწამე იერემია და არქილე ხუცესი. სპარსეთის მეფე საპორმა საბერძნეთიდან ტყვედ წაყვანილ ქრისტიანებს სჯულის შეცვლა მოსთხოვა, რაზეც მათ მტკიცე უარითა და ქრისტიანობის მხნე აღსარებით უპასუხეს. განრისხებულმა მეფემ ქრისტიანების წამება ბრძანა, მაგრამ როცა მიხვდა, რომ წმიდანთა სულებს წამებით ვერ გატეხდა, ბრძანა ცეცხლში დაეწვათ ისინი. წამებულთა შორის ცნობილია იერემიასა და არქილე ხუცესის სახელები. გადმოცემით, მოწამეთა შორის იყო 9 ქალწული, რომელთაც თავი ღვთისმსახურებისათვის ჰქონდათ გადადებული. ეს მოხდა IV საუკუნეში, დაახლ. 344-347 წლებში. მათი წამების შესახებ მწირ ცნობებს გვაწვდის წმიდა გრიგოლ დიოლოგოსი (ხს. 12 მარტს). |