| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი მაკარი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი მაკარი, პელიკიტის მონასტრის იღუმენი, დაიბადა კონსტანტინოპოლში. იგი ადრე დაობლდა და გადაწყვიტა ღვთის მსახურებისთვის შეეწირა თავი. ღირსი მაკარი ბითვინიაში, პელიკიტის მონასტერში წავიდა. იქ იღუმენი იყო სახელგანთქმული მოღვაწე ღირსი ილარიონი (754; ხს. 28 მარტს). იღუმენის გარდაცვალების შემდეგ ძმებმა მის ადგილზე ერთსულოვნად მაკარი აირჩიეს. ხატმბრძოლი იმპერატორების, ლეონ სომეხისა (813-820) და მიხეილ II-ის (820-829) მეფობის დროს ღირსი მაკარი წმიდა ხატთა თაყვანისცემისათვის კუნძულ ათუსიაზე გადაასახლეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც დაახლოებით 830 წელს. |