მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული
#წმინდათა ცხოვრება

ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული წელიწადში ორჯერ აღინიშნება: 12 თებერვალს, და ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს - ხატის გამოჩინების დღეს. ს.ვ. ბულგაკოვის მიერ შედგენილი „თვენის“ მოწმობით, წმიდა ეკლესია ამ უდიდესი სიწმიდის გამოჩინებას ათონის მთაზე მარტის ბოლო რიცხვშიც ზეიმობდა, რადგან გადმოცემით, წმ. გაბრიელ ქართველმა (ხს. 12 ივლისს) სწორედ 31 მარტს გამოაბრძანა იგი ზღვიდან (ამ წელს ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი 31 მარტს ემთხვევოდა).