| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მღვდელმოწამე აბდია ეპისკოპოსი და ბენიამინ დიაკონი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა აბდია სპარსეთში მოღვაწეობდა. მღვდელმთავარს სპარსეთის მეფემ, იეზდიგერდ I (401-402) ქრისტიანთა მიერ დანგრეული მაზდეანური ტაძრის აღდგენა დაავალა. წმიდა აბდიამ უარყო შემოთავაზებული წინადადება, რასაც ქრისტიანული ტაძრების დარბევა და ქრისტიანთა დევნა მოჰყვა. პირველი მსხვერპლი თავად აბდია იყო. ხანგრძლივი წამების შემდეგ, სპარსეთის ქალაქ სუზაში წმიდა აბდიას თავი მოჰკვეთეს. ერთი თვის შემდეგ აწამეს სხვა ქრისტიანებიც, მათ შორის დიაკონი ბენიამინი. |