| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მღვდელმოწამე იპატი ლანგრის ეპისკოპოსი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მღვდელმოწამე იპატი ლანგრის ეპისკოპოსი პაფლაგონიაში მოღვაწეობდა. 325 წელს მონაწილეობდა I მსოფლიო საეკლესიო კრებაში, რომელმაც ანათემას გადასცა არიოზის ერესი. 326 წელს, როცა წმიდა იპატი კონსტანტინოპოლიდან ღანგრაში ბრუნდებოდა, მას თავს დაესხნენ მწვალებელ ნობათისა და ფელიცისმის მიმდევრები. ერეტიკოსებმა ეპისკოპოსი დაჭრეს და ჭაობში გადააგდეს. პირველმოწამე დიაკვნის, სტეფანეს მსგავსად, იპატი აკურთხებდა მკვლელებს. ერთი არიანელი ქალის ნასროლი ქვა თავში მოხვდა წმიდანს და მოკლა. მწვალებლებმა წმიდა იპატის ნეშტი გამოქვაბულში გადამალეს, სადაც ერთმა გლეხმა იპოვა. ღანგრელებმა პატივით დაასაფლავეს წმიდა მღვდელმთავარი. მღვდელმოწამე იპატის ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულებოდა. |