მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე პანქარე
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე პანქარე იმპერატორ მაქსიამინეს (305-311) სასახლის კარის წარჩინებული მოხელე იყო. მან უარყო წარმართპბა და ქრისტე აღიარა.

დედამ და დამ განდგომილს გაუგზავნეს წერილი, სადაც უფლის სამსჯავროს შეახსენებდნენ და მოუწოდებდნენ მოენანიებინა. პანქარემ იმპერატორის წინაშე საჯაროდ აღიარა ქრისტე, რისთვისაც ჯერ რომში აწამეს, შემდეგ კი ნიკომიდიაში გაგზავნეს და თავი მოჰკვეთეს.