მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ქრისტოდულე სასწაულმოქმედი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი ქრისტოდულე სასწაულმოქმედი წარმოშობით ნიკეელი იყო. თავიდან ბითვინიაში, ლატარას მთაზე მოღვაწეობდა, შემდეგ კი მონასტრის იღუმენი იყო კუნძულ კოსაზე. 1089 წელს ღირსმა მამამ იმპერატორ ალექსი კომნეოსს (1081-1118) სთხოვა, კუნძულ კოსაზე და კესარიის სანაპიროზე მდებარე მიწების სანაცვლოდ მისთვის დაეთმო კუნძული პატმოსი. შემდეგ ქრისტოდულემ ძმებთან ერთად დატოვა პატმოსი და წავიდა კუნძულ ევბეაზე, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1111 წელს. მოწაფეებმა მისი ნაწილები პატმოსზე გადაასვენეს.