მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოწამე ანტონი
#წმინდათა ცხოვრება

მოწამე ანტონი სირიაში ცხოვრობდა მე-5 საუკუნეში. იგი ქვის მთლელი იყო. საღვთო შურით აღძრულმა წმიდანმა წარმართულ საკერპოში ცრუ ღვთაებათა ქანდაკები შემუსრა და სირიის აპამეის ეპისკოპოსის კურთხევით ქალაქის მახლობლად წმიდა სამების სახელობის ტაძრის მშენებლობა დაიწყო. ეს რომ აპამეაში მცხოვრებმა წარმართებმა შეიტყვეს, ნეტარ ანტონის ღამით შეეჭრნენ სახლში და მახვილებით აჩეხეს.