| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მოწამე საბინე
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოწამე საბინე ეგვიპტის ქალაქ ჰერმოპოლისის მმართველი იყო. იმპერატორ დიოკლიტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას, საბინე თანამოსაგრეებთან ერთად მივარდნილ სოფელში დაიმალა. მათი ადგილსამყოფელი ორი ოქროს მონეტის ფასად გასცა ერთმა უმადურმა ღატაკმა, რომელსაც წმიდანი ყოველგვარად ეხმარებოდა. სხვა 6 ქრისტიანთან ერთად საბინე შეიპყრეს და წამების შემდეგ ნილოსში დაახრჩვეს (287). |