| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მოციქული არისტობულუ
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოციქული არისტობულუ, ბრიტანეთის ეპისკოპოსი, 70-თაგანი იყო. იგი თავის ძმასთან - წმიდა ბარნაბასთან ერთად წმიდა პავლე მოციქულს მოხსენიებული ჰყავს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (რომ.6,10). მოციქულმა პავლემ არისტობულეს ეპისკოპოსად დაასხა ხელი და ბრიტანეთში გაგზავნა, სადაც მან ბევრი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე და უფლისთვის სათნო ღვაწლში მიიცვალა მშვიდობით(1). |