მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე ნიკანდრე
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე ნიკანდრე ეგვიპტეში ეწამა იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს.

ის მკურნალი იყო, ქრისტიანთა დევნის დროს საპყრობილეებში აკითხავდა აღმსარებლებს და ეხმარებოდა მათ.

ერთხელ ნიკანდრემ ნახა ქრისტიანთა გვამები, რომლებიც მხეცებისთვის მიეგდოთ დასაგლეჯად და, ღამით წავიდა მათ დასამარხად. ის შეამჩნიეს, დაიჭირეს და სასტიკად აწამეს: ცოცხლად გააძვრეს ტყავი, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს (302).