მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე აღაპი და მასთან შვიდი მოწამე
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე აღაპი და მასთან შვიდი მოწამე ეწამნენ დიოკლიტიანეს დროს პალესტინის კესარიაში. ერთ-ერთ წარმართულ დღესასწაულზე ქრისტიანები, რომლებმაც კერპებს მსხვერპლი არ შესწირეს, საჯაროდ აწამეს. წმიდა ტიმოთე (ხს. 19 აგვისტოს) კოცონზე დაწვეს. წმიდა აღაპი და თეკლე (ხს. 19 აგვისტოს) კი - მხეცებს დააგლეჯინეს. ყრმებმა: პუბლიოსმა, ტიმოლაოსმა, ალექსანდრემ და მისმა თანამოსახელე ალექსანდრემ, დიონისემ და დიასპოლის ეკლესიის იპოდიაკონმა რომილამ, გადაწყვიტეს საჯაროდ ეღიარებინათ ქრისტე და თავი გაეწირათ სარწმუნოებისათვის, მათ ხელშეკრულნი და წარუდგნენ იქაურ მმართველ ურბანოსს. ურბანოსი ამაოდ ეცადა გადაეთქმევინებინა ახალგაზრდებისათვის თავიანთი გადაწყვეტილება. წმიდა აღმსარებლები საპყრობილეში ჩაყარეს, სადაც იმყოფებოდა უკვე ორი ქრისტიანი: აღაპი და მისი მსახური დიონისე. წმიდანები სასტიკად აწამეს, შემდეგ კი, თავები მოჰკვეთეს (303).