მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა თეოგნისტე, კიევისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა თეოგნისტე, კიევისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი, წარმოშობით ბერძენი იყო. წმიდანი 1328 წელს აკურთხეს მიტროპოლიტად კონსტანტინოპოლში. რუსეთის სამღვდელმთავრო ტახტზე იგი წმიდა მიტროპოლიტ პეტრეს შეენაცვლა და თავისი 25-წლიანი მსახურების მანძილზე დიდი ღვაწლი გასწია რუსეთის ეკლესიის წინაშე. მიტროპოლიტების რეზიდენცია წმიდანმა საბოლოოდ გადაიტანა ვლადიმირიდან მოსკოვში. მიიცვალა 1353 წელს. მისი უხრწნელი ნაწილები, რომლებიც 1471 წელს აღმოყვანეს, მოსკოვის მიძინების ტაძარშია დასვენებული.