მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა ნიკიფორე კონსტანტინოპოლელის ნაწილების აღმოყვანება (846)
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა ნიკიფორე კონსტანტინოპოლელის ნაწილთა აღმოყვანება. წმიდა ნიკიფორე დედოფალ ირინეს (797-802) სასახლის კარის მოხელე იყო. ბერად აღკვეცის შემდეგ, 806 წელს კეთილმსახურებით გამორჩეული მამა პატრიარქად აირჩიეს. ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ სომეხის (813-820) გამეფების შემდეგ, ხატთაყვანისმცემლობის მტკიცე დამცველი წმიდა ნიკიფორე კუნძულ პროკონისზე გადაასახლეს, სადაც 828 წელს გარდაიცვალა.

846 წელს პატრიარქ ნიკიფორეს უხრწნელი და კეთილსურნელოვანი წმიდა ნაწილები აღმოიყვანეს და კონსტანტინოპოლში გადაასვენეს. წმიდა ნაწილები ერთი დღე წმიდა სოფიას ტაძარში იყო დასვენებული, შემდეგ კი წმიდა მოციქულთა ტაძარში გადააბრძანეს. წმიდანის ხელი ათონზე, ხილენდარის მონასტერში ინახება.

წმიდა ნიკიფორემ დაგვიტოვა ხატმბრძოლთა მამხილებელი სამი თხზულება.

წმიდა ნიკიფორეს ეკლესია 2 ივნისსაც იხსენიებს.