მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მღვდელმოწამე პიონსმირნის ხუცესი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მღვდელმოწამე პიონსმირნის ხუცესი და სხვა მასთან წამებულნი ეწამნენ უსჯულო იმპერატორ დეკიუსის(249-251) დროს ეგეოსის ზღვის ნაპირას მდებარე ქალაქ სმირნაში.

როდესაც დევნის დაწყება გაიგო, წმიდა პიონი საბინესთან და ასკლიპიადასთან ერთად ტანჯვისათვის განემზადა.

23 თებერვალს, წმიდა მღვდელმოწამე პოლიკარპე სმირნელის(167) ხსენების დღეს, წმიდა მოწამეები შეიპყრეს. საპყრობილეში ისინი შეხვდნენ სმირნის საკათედრო ტაძრის ხუცეს ლინოსს და ქრისტიან ქალს მაკედონიას, რომლებიც ქრისტეს აღსარებისათვის იყვნენ დატყვევებულნი. წმიდა მოწამეებთან მრავალი ქრისტიანი მიდიოდა საპყრობილეში და საჩუქრები მიჰქონდა. წმიდანები ყველაფერს ციხის დარაჯებს ურიგებდნენ. წმიდა პიონთან ისინიც მიდიოდნენ, ვინც შიშის გამო უარყო ქრისტე. წმიდა მოწამე მათი სულმოკლეობის გამო მწარედ ტიროდა და მოუწოდებდა სინანულისკენ. წმიდა აღმსარებელმა მრავალი ტანჯვა დაითმინა. 250 წლის 11 მარტს ის ჯვარს აცვეს, შემდეგ შეშა შემოუწყვეს და დაწვეს. როცა კოცონი ჩაქრა, გამოჩნდა მოწამის სრულიად უვნებელი გვამი. მას თმებიც კი არ შეტრუსვოდა. წმიდანი ღვთიური მადლით ცხებული სახე შუქს აფრქვევდა.

წმიდა მოწამე ეპიმაქე წაროშობით ეგვიპტიდან იყო. ის დიდხანს ცხოვრობდა დაყუდებულად პილიუსის მთაზე. შემდეგ კი, ალექსანდრიაში ქრისტიანთა დევნის დროს, ქალაქში ჩავიდა, წარმართული კერპები დაამსხვრია და უშიშრად იქადაგა ქრისტეს სწავლება. მისი მარტვილობის მოწმეებს შორის იდგა ქალი, რომელსაც თვალი სტკიოდა. მოწამის წმიდა სისხლმა იგი განკურნა. წმიდანს საშინელი წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს(დაახ.250).