| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მოწამე ურსპასიანე
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოწამე ურსპასიანე ქ. ნიკომიდიაში ეწამა 295 წელს. იმპერატორი მაქსიმიანე ჰერკულესი (284-305; 307-310) სასტიკად დევნიდა ჯარში და სასახლის კარზე მსახურ ქრისტიანებს. წარჩინებულმა კარისკაცმა ურსპასიანემ თავისი მოსასხამი და მხედრული სარტყელი მის წინაშე დაყარა და უთხრა: „ამიერიდან ვარ მხედარი ზეცათა მეუფისა, უფლისა იესო ქრისტესი. დაიბრუნე შენგან მოძღვნილი ნიშნები წარჩინებულობისა.“ მაქსიმიანემ ბრძანა, ხეზე მიებათ იგი და ხარის გამხმარი ძარღვებით ეცემათ. შემდეგ წმიდანი რკინის გალიაში ჩასვეს და ცეცხლი შეუნთეს. წმიდა ურსპასიანემ აუტანელი ტკივილები ლოცვით დაითმინა. წმიდანის გვამი ზღვაში გადააგდეს - ის სიკვდილის შემდეგაც კი საშიში იყო წარმართებისათვის, რომლებმაც მისი სული ვერ გატეხეს. წმიდა კესარიოს მკურნალი დიდხანს ცხოვრობდა იმპერატორ კონსტანციუსის (337-361) სასახლის კარზე. ის იმპერატორის მეგობარი და სასახლის კარის მკურნალი იყო. 368 წელს კესარიოსი სასწაულებრივად გადაურჩა ნიკეაში მომხდარ მიწისძვრას, რამაც საბოლოოდ დაარწმუნა იგი უფლის განგებულებაში, სათნოებასა და ყოვლისშემძლეობაში. ამის შემდეგ, წმიდა კესარიოსმა დატოვა საერო ცხოვრება და უფლის მსახურებას შესწირა თავი. |