| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი არკადი კვიპრელი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი არკადი კვიპრელი მოღვაწეობდა კუნძულ კვიპროსზე იმპერატორ კონსტანტინე დიდის (306-337) დროს. მან სიყრმიდანვე აირჩია ბერული ცხოვრება, ბევრი დააყენა უფლის გზაზე და განამტკიცა ჭეშმარიტებაში. მისი სულიერი შვილები იყვნენ წმიდა მოწამენი: იულიანე მკურნალი (ხს. 6 თებერვალს) და ევბული (ხს. 3 თებერვალს). თვითონ წმიდა არკადიმ, უფლის მიერ მრავალ ნიჭით დაჯილდოებულმა, მშვიდად შეჰვედრა სული უფალს (361). |