| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი მარკოზ მმარხველი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი მარკოზ მმარხველი(V) ეგვიპტეში, ნიტრიის უდაბნოში მოღვაწეობდა. ბავშვობიდანვე მისი საყვარელი საქმიანობა იყო წმიდა წერილის კითხვა. გადმოცემით, მან მთელი ბიბლია ზეპირად იცოდა. ცნობილია აგრეთვე, რომ ისმენდა წმიდა იოანე ოქრიპირის ქადაგებებს. ჩვენამდე მოღწეულია წმიდა მარკოზის მიერ დაწერილი მრავალი სწავლება. ღირსი მარკოზი გამოირჩეოდა სიმდაბლითა და სიწმიდით. განსაკუთრებული კრძალულების გამო მას მმარხველი ეწოდა. |