მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი პიამა ქალწული
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი პიამა ქალწული ქალაქ ალექსანდრიის მახლობლად მიღვაწეობდა. იგი საკუთარ სახლში დაყუდებულივით ცხოვრობდა, არავის ნახულობდა, საზრდელს დღეგამოშვებით ღებულობდა და მთელ დროს ლოცვასა და შრომაში ატარებდა. უფალმა წმიდანს წინასწარხედვის ნიჭი მიმადლა. ერთხელ მეზობელი სოფლის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს, წმიდა პიამას სოფლელების ამოწყვეტა, რათა ნილოსის მოქცევისას მხოლოდ თავიანთი მინდვრები მოერწყათ. ეს უფლისგან ეუწყა წმიდა ქალწულს და თავისი სოფლის უხუცესებს შეატყობინა. შეშინებული ხუცესები ფეხებში ჩაუვარდნენ წმიდანს და სთხოვეს, წასულიყო მეზობელ სოფელში და გონს მოეყვანა მისი მცხოვრებლები. ქალწულმა ამაზე უარი განაცხადა-ადამიანებთან კავშირი ხომ მას დიდი ხანია გაწყვეტილი ჰქონდა. ღვთისა და მოყვასის სიყვარულით აღსავსემ, მთელი ღამე ლოცვაში გაატარა. დილით, როცა ბოროტისაგან გინდაბინდული, შეიარაღებული მეზობელი სოფლელები წმიდა ქალწულის სოფელს მოადგნენ, მოულოდნელად შედგნენ და ადგილიდან ფეხი ვერ მოიცვალეს. უფლის გამოცხადებით მათ შეიტყვეს, ხელ-ფეხს წმიდა პიამას ლოცვა უბორკავდათ, გონს მოეგნენ და ბოროტი განზრახვა შეინანეს, შემდეგ წმიდა ქალწულის სოფელში ხალხი გაგზავნეს და შენდობა სთხოვეს.

წმიდა პიამა მშვიდობით მიიცვალა 337 წელს. წმიდა ზენონი და ზოილე მშვიდობით მიიცვალნენ. მათი მოღვაწეობის ადგილი და დრო უცნობია.