მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი დომნინა სირიელი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი დომნინა სირიელი (ხს.14 თებერვალს) მოწაფე იყო. მან მშობლების ბაღში ისლით დახურული ქოხი ააშენა და იქ დასახლდა. საზრდელად მხოლოდ წყალში დამბალ ოსპს ღებულობდა. ღირსი დედა ყოველდღე, განთიადისა და მიმწუხრზე, ტაძარში დადიოდა ისე თავდაბურული, რომ ვერავინ ცნობდა. მისი ცხოვრების აღმწერლის, ღირსი თეოდორიტეს სიტყვებით,“ღირს დომნინას ძალიან გულში ჩამწვდომი ხმა ჰქონდა და მის სიტყვებს ყოველთვის სინანული ცრემლები ახლდა“.

წმიდა დომნინა მშვიდობით მიიცვალა დაახ.450-460 წლებში.