მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე ანტონინა
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე ანტონინა ეწამა ნიკეაში, იმპერატორ მაქსიმიანეს( 284-305;307-310) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს. სასტიკი ტანჯვის შემდეგ წმიდა ანტონინა საპყრობილეში ჩააგდეს, მაგრამ ვერაფრით აიძულეს ქრისტეს უარყოფა. წმიდანს ანგელოზები გამოეცხადნენ და გაამხნევეს. წმიდა ანტონინა გახურებულ რკინის გრდემლზე დააწვინეს, მაგრამ უვნებლად გადარჩა. მრავალი ტანჯვა-წამების შემდეგ წმიდა მოწამე ტომარაში ჩასვეს და ტბაში გადააგდეს.