| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მოწამენი:ნესტორი და ტრივიმი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოწამენი: ნესტორი და ტრივიმი მცირე აზიის ქალაქ პამფილიაში მოღვაწეობდნენ. უსჯულო იმპერატორ დეკიუსის (249-251) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს წმიდანები უშიშრად ქადაგებდნენ ქრისტეს სჯულს. აღმსარებლები შეიპყრეს, ხარის გამხმარი ძარღვებით სცემეს, ხეზე ჩამოკიდეს, სხეული დაუსერეს, მაგრამ სარწმუნოება ვერ გამოაცვლევინეს. ბოლოს ნესტორსა და ტრივიმს თავები მოჰკვეთეს. |