მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ლეონი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსმა ლეონმა, კაბადოკიელმა მონაზონმა, მოყვასის სიყვარულისთვის დადო სული თვისი. იგი ნებით ჩაბარდა ტყვედ სარკინოზებს: სამი სნეული მონაზვნის ნაცვლად მათ საკუთარი თავი შესთავაზა და დაარწმუნა, „მათზე ჯანსაღი და სამუშაოებისთვის გამოსადეგი მე ვარ“ - უთხრა მათ.

უდაბნოში ხანგრძლივ მგზავრობას წმიდა მამამ ვერ გაუძლო და ძალები გამოეცალა. დაუძლურებული მონაზონი უსჯულოებმა მახვილით მოკლეს.